ტაძარი

ტაძარი

Sunday, September 11, 2016


წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძარი




საპატრიარქოს ტელევიზიის ეზოში მდებარე წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელობის ტაძრის მშენებლობა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსისა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და საპატრიარქოს ტელევიზიის დირექტორის, ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრეს ძალისხმევით დაიწყო.







2011 წლის 30 დეკემბერს გაიჭრა ტაძრის ფუნდამენტი, 2012 წლის თებერვალში კი საძირკველი იკურთხა.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტაძრის მშენებლობა წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე დაიწყო. 








როგორც პატრიარქმა ბრძანა, წმიდა იოანე ღვთისმეტყველი სიყვარულის მოციქულია. ვინაიდან ქართველებს ძალიან გვაკლია სიყვარული, სწორედ ამიტომ ეს ტაძარი წმიდა იოანე ღვთისმეტყველის სახელზე უნდა აიგოსი.











ჯვარ-გუმბათოვანი ტაძრის არქიტექტორი თეიმურაზ ბერიძეა, ქტიტორები კი - გოჩა ძნელაძე, იოსებ ჩხაიძე, თამაზ ადამია, დიმიტრი ჯალაღონია და ბეჟან წაქაძე. მშენებლობას საველე მარსაგიშვილი და ზურაბ ლაბაძე ხელმძღვანელობდნენ.
ჯვარ-გუმბათოვანი სტილის ოთხ აფსიდიანი ეკლესია გამშვენებულია წმიდათა ხატებით, იატაკი მოპირკეთებულია მოზაიკით, რომლის ესკიზიც იერუსალიმის მაცხოვრის აღდგომის ტაძარში არსებული მოზაიკის მიხედვით შეიქმნა. იგი სიმბოლურად მაცხოვრის ხუთ ჭრილობას განასახიერებს. მოზაიკა დამზადდა ფირმა „კამარაში“.







ტაძარში არის ძველი ორნამენტებით გაკეთებული ცაცხვის კანკელი. 









სამრეკლოსა და ტაძრის სამივე კარის ჭედურობის მხატვარ-დიზაინერი ლადო ბოცვაძე გახლავთ.











სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ტაძრის წინამძღვრად დადგინდა დეკანოზი ზურაბ მჭედლიშვილი. 











ტაძარში აგრეთვე მსახურებენ 





დეკანოზი ზურაბ ცხოვრებაძე 










და დიაკვანი ლევან ანდღულაძე.















ტაძრის კურთხევა და პირველი საზეიმო წირვა აღევლინა 2016 წლის 1 აგვისტოს. საზეიმო ლიტურგია აღავლინა ჭყონდიდელმა მიტროპოლიტმა - მეუფე პეტრემ.